გაუწყინარის საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტული კვირეულის ფარგლებში, მინი-ფეხბურთის შეჯიბრი ჩატარდა
27-09-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სპორტის სიყვარულს აქტიურად ასწავლიან. შესაბამისად მოსწავლეებისთვის არაერთი სპორტული ღონისძიება იმართება. 

გაუწყინარის საჯარო სკოლა ევროპის სასკოლო სპორტულ კვირეულს შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში სკოლაში მინი-ფეხბურთის შეჯიბრი ჩატარდა. მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეები სპორტული ცხოვრების მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ, რაშიც დიდი წვლილი პედაგოგებს მიუძღვით. 

იხილეთ ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203