გაუწყინარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალითა და საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
27-09-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, შემდეგ დირექტორმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება. 

ასევე, დაჯილდოვების ცერემონიალი მოეწყო და წარჩინებული მოსწავლეები სერტიფიკატებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

პირველკლასელებს გადაეცათ ბუკები და ბოლოს მათთვის, პირველი სასკოლო ზარიც დაირეკა.

დასამახსოვრებელი დღის, შთამბეჭდავი დასასრულისთვის ფოიერვერკიც გაუშვეს და სასწავლო წელი ამაღლებული განწყობით დაიწყეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203