ფიროსმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სადღესასწაულო დახვედრა მოუწყვეს
27-09-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებს უდიდესი სიყვარულით შეეგებნენ.
მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. თბილი დახვედრა მოუწყვეს პირველკლასელებს, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ამ მნიშვნელოვან დღეს ერთმანეთს სასკოლო საზოგადოების წევრები, მათ შორის სკოლის დირექტორი ლენა ბერიძე ულოცავდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა