ბაისუბნის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს
27-09-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, საქართველოს დროშის აღმართვითა და ჰიმნის მოსმენით დაიწყო. 

სადღესასწაულოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

დიდი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203