აფენის N2 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი დირექტორის სახელობის მუზეუმი გაიხსნა 
27-09-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სიახლით დაიწყო.

სკოლაში, ღვაწლმოსილი დირექტორის - ლევან წიწილაშვილის სახელობის მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა.

სამუზეუმო სივრცეში, დირექტორის სურათები, მისი მიღწევები და ცნობები გამოიფინა, მოსწავლეები და დამთვალიერებლები შეძლებენ გაეცნონ დირექტორის ღვაწლსა და საქმიანობას.

სკოლა ამაყია, რომ ამით, დირექტორის თავდაუზოგავი შრომა, სკოლის კეთილდღეობისთვის გაკეთებული საქმე და მიზანი, რისკენაც მთელი შემართებით მიიწევდა, არასდროს მიეცემა დავიწყებას და მისი ღვაწლი სამარადისოდ შემორჩება სკოლის კედლებში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203