ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
27-09-2023
მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებამ ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა. 

მასწავლებლები მონატრებულ მოსწავლეებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდნენ, მათ გარემო სადღესასწაულოდ მორთეს და მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად უქციეს. 

გაიმართა ღონისძიება, რომელიც სხვადასხვა საინტერესო ნომრით იყო გაჯერებული 

„გილოცაავთ სასწავლო წლის დაწყებას პირველებო! მართალია, წელს განსხვავებულ გარემოში დაირეკა ჩვენთვის სკოლის ზარი, მაგრამ ეს ყველაფერი კარგის საწინდარია. ჩვენი სკოლის მოსწავლეების გაბრწყინებული სახეებისა და ნათელი მომავლისთვის თითოეული პედაგოგი მზად არის თავდაუზოგავად იმუშაოს და ყველამ ერთად შევქმნათ საუკეთესო გარემო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203