„ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს, შეიძლება 10 წელი გავიდეს, 100 წელი, მაგრამ დავიბრუნებთ!“ - მარნეულის N2 სკოლის მოსწავლეთა წერილები გმირებს
27-09-2023

1993 წლის 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს ტრაგედია და ადამინები, რომლების სახელებსაც ქვეყნის მატიანე სამარადისოდ შეინახავს - დღეს, 30 წლის შემდეგ, სახელოვან გმირებს, მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები წერილებს უგზავნიან.

მოსწავლეებმა მიიღეს დავალება - „ჟიული შარტავა, გურამ გაბესკერია და რაულ ეშბა - დავიმახსოვროთ ეს სახელები. ახლა კი, ამოვირჩიოთ ერთ-ერთი და მივწეროთ წერილები 30 წლის შემდეგ!“.

„წერილები გმირებს, მარნეულიდან“ - მოსწავლეებმა, დიდი პატივისცემითა და პატრიოტული სულისკვეთებით მისწერეს გმირებს და მათ მადლობა გადაუხადეს სამაგალითო მამულიშვილობისთვის.

„თქვენნაირი ადამიანები გვჭირდება ბატონო გურამ... აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!“; „მასწავლებელმა მოგვიყვა თქვენზე და მე გაოცებული ვიყავი თქვენი პატრიოტული საქციელით“; „ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს, შეიძლება 10 წელი გავიდეს, 100 წელი, მაგრამ დავიბრუნებთ!“ - ეს ამონარიდებია, იმ გულისამაჩუყებელი გზავნილებიდან, რომლებსაც მოსწავლეები გმირებს უგზავნიან.

დავალება, რომელმაც მოსწავლეებში გააღვიძა ქვეყნისადმი სიყვარული, განაცდევინა ომის სიმძიმე, ქვეყნის დანაკარგი და გაააზრებინა, რას ნიშნავს სამშობლოსთვის თავგანწირვა და ქვეყნის სადარაჯოზე დგომა.

იხილეთ წერილები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203