ქუთაისის N19 სკოლის ქიმიკოსთა კლუბისა და ქუთაისის N3 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის თანამშორმლობით საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსია გაიმართა 
27-09-2023

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბმა - „ცეცხლოვანი ქიმიკოსები“, წმიდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ასოციაცია - HERA XXI-ის იმერეთის კოორდინატორი - თეა მარგველაშვილი გახლავთ.

22 სექტემბერს, საინფორმაციო ტიპის შეხვედრა-დისკუსია გაიმართა, სადაც ნაჩვენები იყო ასოციაცია - HERA XXI-ის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებით მოპოვებული პროექტის - AMAZE მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი - „ნაადრევი ქორწინება“.

შეხვედრაზე, განხილული იყო ნაადრევი ქორწინების მანკიერი მხარეები, რისკები, პრევენციის გზები. წინა პლანზე წამოწეული იყო ქალთა უფლებები და თანასწორობა.

აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრებს დაურიგდათ სამახსოვრო გზამკვლევები HERA XXI-ის მუშაობის სერვისების შესახებ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა იყო საინტერესო და აქტუალური.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203