კერძო სკოლა „ოპიზაში“ მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა
27-09-2023
კერძო სკოლა „ოპიზაში“, სადაც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდის მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა განვითარება და მათი წარმატებული მომავალია, ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მთელ სკოლაში სადღესასწაულო განწყობა იყო, მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ამ მნიშვნელოვან დღეს ერთმანეთს ულოცავდნენ და ნაყოფიერ წელს უსურვებდნენ. პატარებმა გულთბილი დახვედრით გაიხარეს და სასწავლო ფერხულში აქტიურად, უდიდესი მოტივაციით ჩაერთნენ.
იმისთვის, რომ ეს დღე ყველა მოსწავლისთვის დაუვიწყარი ზეიმი ყოფილიყო, „ოპიზაში“ თავი არ დაზოგეს. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებსაც მთელი, დღის განმავლობაში, სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდათ.
„ახალ სასწავლო წელს გილოცავთ! წარმატებული და ბედნიერი წელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა