არლის საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა 
27-09-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელი ახალი სასწავლო წელი ახალი სტატუსით დაიწყო. 

სკოლის მუსიკის მასწავლებელ მარინა აფრიამაშვილს მენტორის სტატუსი მიენიჭა. ხუთ მასწავლებელი კი წამყვანი გახდა. 

წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს - მარო ჩხიტუნიძემ(დაწყებითი), მაია ბერიძემ (ქართული ენა და ლიტერატურა), ნათია ნაკაშიძემ (ინგლისური ენა), ელზა აფრიამაშვილმა (ინგლისური ენა) და გულნაზ ჯანაშვილმა (დაწყებითი).

სკოლაში პედაგოგთა მიღწევით ამაყობენ და მათ პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

არლის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი სიხარულითა და სიამაყით ვულოცავთ მათ სტატუსის ამაღლებას. მათ შეძლეს თავიანთი პროფესიონალიზმისა და მრავალმხრივი უნარების წარმოჩენა. ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.​

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203