ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს
27-09-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი ჟრიამულით დაიწყო. 

სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა საერთო ძალებით მორთეს სკოლა.

ლამაზად მოკაზმულმა სასკოლო გარემომ ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. მოსწავლეებმა პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და მათ მიმართ პატივისცემა გამოხატეს.

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს.

„ისინი აქ მიიღებენ ცოდნას და რომ დაფრთიანდებიან, შეისისლხორცებენ ემსახურონ ქვეყანას და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“, - ამბობენ სკოლაში.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ულოცავენ სწავლის დაწყებას და მათ წარმატებულ წელს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203