ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში საინტერესო სოციალური პროექტი ხორციელდება
27-09-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ პროექტი ტარდება.
ახლახან, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში დაიწყო პროექტის - „კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის დონის შეფასება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებზე და ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ქალთა ჯგუფების გაძლიერება“ განხორციელება.
პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია „ქალთა ფონდი საქართველოს“ მიერ. მოგებული გრანტით, ხის ნერგები და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის რესურსები შეიძინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტში აქტიურად ჩაერთო ყველა კლასის მოსწავლე. მათ ხალისით დაიწყეს ნერგების დარგვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა