ვაჩიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდნენ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლას პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო საკითხით ინტერესდებიან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ნაირი ირიციანი და საკრებულოს სხვა წევრები, გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის გეგმის ფარგლებში, სოფელ ვაჩიანის მასწავლებლებსა და მოსახლეობას შეხვდნენ.
აღნიშნულ შეხვედრაზე გენდერულ თანასწორობაზე ისაუბრეს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი მიმოიხილეს და პედაგოგებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს.
„ახალაშენებული მინი-სტადიონი ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდის თანაბარ წინაპირობას წარმოადგენს. მაგალითად, ჩვენს მუნიციპალიტეტში გოგონები სპორტშიც წარმატებულები არიან, სხვადასხვა შეჯიბრებიდან გამარჯვებით ბრუნდებიან“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: