„ტრადიცია გრძელდება!“- ხაშურის N7 სკოლის შვიდი წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერით დაჯილდოვდა
27-09-2023

ხაშურის N7 საჯარო სკოლის შვიდ წარჩინებულ მოსწავლეს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, კომპიუტერები გადაეცა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქრით მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ. 

კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ - ზურაბ ფერაძე, ლუკა ნოზაძე, ლევან ნოზაძე, სოფო ფცქიალაძე, გიორგი იჩქიტიძე, სალომე მახარაშვილი და ბარბარე ჭანკოტაძე.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ, ისეთივე წარმატებით გააგრძელონ სწავლა, როგორც დღემდე. 

„ხაშურის N7 საჯარო სკოლის ტრადიცია გრძელდება! გილოცავთ!“, -აღნიშნავენ. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203