ქვეშის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
27-09-2023
ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი პორტაბელური კომპიუტერი გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„დღეს, ჩვენს წარჩინებულ მოსწავლეებს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ლეპტოპები გადასცა. ვულოცავთ, მათ და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა