
„დღევანდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მოზარდებში თამბაქოს მოხმარების პრევენციაა. ამ მიზნით სკოლა ბევრს მუშაობს, ყოველდღიური კონტროლი, სადამრიგებლო საათი და საუბრები, ექიმის კონსულტაცია, სასკოლო პროექტები ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად და ა.შ“,- აღნიშნავენ თბილისის N133 საჯარო სკოლაში, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ, ამ თემას მიეძღვნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტი - „თამბაქოს გლობალური კვლევა მოზარდებში“, სადაც მე-7, მე-8 და მე-10 კლასელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კვლევას ცენტრის წარმომადგენელი ლია სხირტლაძე უძღვებოდა.
„აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ლია აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი მოსწავლეებით და სასკოლო კულტურით“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის მიზნით არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.