ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულში აქტიურად ჩაერთო
27-09-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების წესის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ, შესაბამისად მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლაში ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, სკოლა შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს, რომელიც 25-29 სექტემბერს იმართება.

25 სექტემბერს, სკოლაში ჩატარდა შეჯიბრი მოსწავლეთა შორის მინიფეხბურთში. გამარჯვებული გუნდი შეხვდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს!

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობები გრძელდება.

აღსანიშნავია, სასკოლო სპორტის კვირეული - საქართველოს მიერ ევროკავშირის ქვეყნებისათვის შეთავაზებული ინიციატივაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203