ცაგერის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა - ინგა დოლბაიამ წამყვანის სტატუსი მოიპოვა
27-09-2023
ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლას ახალი სასწავლო წლიდან წამყვანი მასწავლებელი შეემატა.

სკოლის მათემატიკის უფროს მასწავლებელს - ინგა დოლბაიას წამყვანის სტატუსი მიენიჭა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​

სკოლაში მასწავლებელს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის მათემატიკის უფროს მასწავლებელს - ინგა დოლბაიას ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და კვლავ პროფესიულ ზრდას და კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.​

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203