დაბა სურამის N1 სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, კომპიუტერები გადაეცათ 
27-09-2023

მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის წარჩინებულ მოსწავლეებს ხაშურის რესურსცენტრის თანამშრომლებმა და სკოლის დირექტორებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი პორტაბელური კომპიუტერები გადასცეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ მიღწეულ შედეგს ულოცავენ. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203