
23 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო სპორტის კვირეული იმართება.
კვირეულს მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაც შეუერთდა, რომლის ფარგლებში გაიმართა შეჯიბრი კალათბურთში და ჩატარდა სპორტულ -გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიზნით სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო თუ სპორტული ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები: