სატივის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ნიკა კვინიკაძე და ანი ტატანაშვილი პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
27-09-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის ორი წარჩინებული მოსწავლე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ. 

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის - ნიკა კვინიკაძესა და ანი ტატანაშვილს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203