
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი მოსწავლე-მასწავლებლებმა ხალისითა და შემართებით დაიწყეს.
სკოლაში ბავშვებს დირექცია და პედაგოგები მომზადებულები, დიდი ენთუზიაზმით დახვდნენ. მათთვის სასკოლო გარემო სადღესასწაულოდ მოირთო.
ეს დღე გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო პირველკლასელთათვის. მათთვის საკლასო ოთახში საინტერესო, გასართობი აქტივობები ჩატარდა, რომლებშიც ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
დირექცია და პედაგოგები თითოეულ მოსწავლეს ულოცავენ სწავლის დაწყებას.
„მზე გიძღოდეთ უთვალავფერიან ცოდნის სამყაროში! საზაფხულო არდადეგების შემდეგ კვლავ გაუღო კარი ზედა განთიადის საჯარო სკოლამ პირველკლასელებს ცოდნის ტაძარი, კვლავ მიეგება მაიკო მასწავლებელი მათ ახალი იდეებით, განახლებული აქტივობებით, საინტერესო გაკვეთილებითა და სცენარებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: