იანეულის საჯარო სკოლაში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, კალათბურთის შეჯიბრი გაიმართა
27-09-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სპორტის მასწავლებლის - ზვიად კეკელიძის ხელმძღვანელობით, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას აგრძელებენ.

26 სექტემბერს, სკოლაში 3X3 კალათბურთის შეჯიბრი გაიმართა. მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, ევროპის სპორტის კვირეული არის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროსაბჭოს ოთხი ქვეყნის ჩართულობით ორგანიზებული, მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული.

ევროპის სპორტის კვირეულის წლევანდელი დევიზია - „ვისწავლოთ გამარჯვება“. 

მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად, ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა ტარდება.

იხილეთ ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203