ლასურიაშის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
26-09-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

გაიმართა ღონისძიება, რომლის განმავლობაშიც ლექსები, სიმღერები და მისალოცი სიტყვები ერთმანეთს ენაცვლებოდა. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოვლინეს. 

სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის დირექტორმა, მარინა ბრეგვაძემ მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. აღსანიშნავია, რომ  სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

„სკოლაში, ახალი სასწავლო წელი, სიხარულითა და დიდი იმედებით დაიწყო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203