იანეულის საჯარო სკოლას ევროპის სპორტის კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა
26-09-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

სკოლას მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში წარმატებით ჩართვისთვის, ESSD-მ (ევროპის სასკოლო სპორტის დღე) სერტიფიკატი და მადლიერების სამკერდე ნიშანი გადასცა.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ სკოლას - დირექციას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს გაწეული ძალისხმევისა და ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობის გამო მადლობა გადაუხადა. 

ევროპის სპორტის კვირეული არის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროსაბჭოს ოთხი ქვეყნის ჩართულობით ორგანიზებული, მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული.

ევროპის სპორტის კვირეულის მონაწილეთა 90%, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოში არიან სკოლები, მოსწავლეები და პედაგოგები. სასკოლო სპორტის კვირეული 25 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით იმართება.

ღონისძიებაში მოსწავლეები, სპორტის მასწავლებლის - ზვიად კეკელიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 


იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203