ონოღიას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
26-09-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლის კარი პირველკლასელებმა საზეიმო განწყობით შეაღეს.

სკოლაში, პატარებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ, მათთვის საგანგებოდ მორთეს სასკოლო სივრცე და ცოდნის ტაძარში შებრძანება მიულოცეს.

პატარებისთვის დღე დადებითი ემოციებით დატვირთული იყო, ისინი სასკოლო ცხოვრებას მოტივაციითა და დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ.

სკოლის დირექციამ, სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ საერთო მიზნისთვის წარმატება და წინსვლა უსურვა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203