„პირველი ნაბიჯი გადადგმულია, წინ უამრავი წარმატებაა“- ხუნწის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს დიდი სიყვარულით დახვდნენ
26-09-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა. 

მონატრებული და საზეიმოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

განსაკუთრებული სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, მათ დამრიგებელმა ელგა კურასპედიანმა სასიამოვნო დახვედრა მოუწყო და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასხვა მიულოცა. პატარა მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცა.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

„განსაკუთრებულად ვღელავდი... ეს დღე გამოწვევაა ჩემთვის, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, ჩემო პატარა მეგობრებო, გილოცავთ! პირველი ნაბიჯი გადადგმულია, წინ უამრავი წარმატებაა. მე მჯერა თქვენი, ახლა ეს სხვებსაც უნდა დავაჯეროთ! ბედნიერი, წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი ყველას“,- წერს კლასის დამრიგებელი ელგა კურასპედიანი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203