ლეცავეს საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
26-09-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის პირველკლასელებს, მრავალფეროვნად მორთულ გარემოში უმასპინძლეს.

პატარებს სკოლის პედაგოგები და უფროსკლასელები დახვდნენ, მათ სიყვარულით შეეგებნენ და სასკოლო ცხოვრების პირველი დღე დაუვიწყარ თავგადასავლად უქციეს.

პირველკლასელები სასკოლო საზოგადოებას აციმციმებული თვალებითა და იმედებით აღსავსენი შეუერთდნენ.

პირველკლასელებს, სკოლაში შებრძანება განსაკუთრებულად მიულოცა სკოლის დირექტორმა გულნაზ ცაავამ, მათ წინსვლა და წარმატება უსურვა.

ლეცავეს საჯარო სკოლის პირველკლასელებს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ცოდნის ტაძარში!“-  აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203