ეწერის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლე ლუკა გოგსაძეს კომპიუტერი გადაეცა
26-09-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, მოსწავლე ლუკა გოგსაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

წარჩინებულ მოსწავლეს ლეპტოპი გადაეცა.

ის ნიჭიერი, აქტიური, შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული ახალგაზრდაა. აღსანიშნავია, რომ ეწერის საჯარო სკოლა საბაზოა და მოსწავლეები აღნიშნული საფეხურის დასრულების შემდეგ, სწავლას სხვა სკოლებში აგრძელებენ. 

სკოლაში ლუკა გოგსაძის წარმატებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.

„კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე დააფრთიანა ეწერის საჯარო სკოლამ. პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ლუკა გოგსაძეს  ეწერის საჯარო სკოლის წარმატებით დასრულებას და „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში  კომპიუტერის მიღებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203