„კინო სკოლაში“- ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
სკოლაში „ითვინინგის“ პროექტის - „კინო სკოლაში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ინგლისური ენის პედაგოგი ნინო მამადაშვილი უძღვებოდა.
მოსწავლეებმა წაკითხული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანული ვერსიის ნახვის შემდეგ, რეცენზიები დაწერეს, ისაუბრეს საყვარელ პერსონაჟებზე და web 2.0 ტექნოლოგიების გამოყენებით, მნიშვნელოვანი რესურსები შექმნეს.
აქტივობებში ყველა დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: