ნაგებერაოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მოსწავლეთა საზეიმო მიღებით დაიწყო
26-09-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, სასკოლო ცხოვრებას ენთუზიაზმით აღსავსენი და დიადი გეგმებით დაუბრუნდნენ.

სკოლაში, პირველი დღე ამაღელვებელი, ხალისიანი და სახალისო აღმოჩნდა.

სასკოლო გარემო საგანგებოდ მოირთო ფერადი ბუშტებითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით, ერთმანეთს მონატრებულმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დღე სასიამოვნოდ გაატარეს.

სკოლის დირექცია, სასკოლო საზოგადოებას, კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ ნაყოფიერ და საინტერესო წელს!“ - აღნიშნავენ სკოლაში.


იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203