თბილისის N141 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
26-09-2023
თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერები სკოლის დირექტორმა, მარინე სამუშიამ საზეიმოდ გადასცა, მოსწავლეებს მიღწეული შედეგი მიულოცა და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.