ცოდნის დღესასწაული თელავის N5 საჯარო სკოლაში
27-09-2023
თელავის N5 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

„ყველას გილოცავთ ცოდნის დღესასწაულს. შემოქმედებით და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ! 
განსაკუთრებით ემოციური დღეა პირველკლასელებისთვის. გზას დაგილოცავთ, ჩვენო პატარებო, ეს დღე სამუდამოდ გემახსოვრებათ, სკოლა ფართოდ გაგიღებთ კარს და ხალისიან, ბედნიერ წლებს გაჩუქებთ“,-ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე:

ბმული 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203