თელავის N9 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანა დვალაშვილი ლიტერატურულ კვირეულში მონაწილეობდა
26-09-2023
თელავის N9 საჯარო სკოლას ნიჭიერი, შემოქმედებით, შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლე ანა დვალაშვილი ლიტერატურულ კვირეულში მონაწილეობდა. აღნიშნული, რიგით მეორე, ლიტერატურული კვირეული ავსტრიის საელჩოსა და ავსტრიული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, 2023 წლის 22, 23, 24 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა. მასში ყველა ავსტრიული კუთხე მონაწილეობდა.

კონფერენციის თემა ავსტრიის მხარეები და ამ კუთხის გამორჩეული მწერლის ნაწარმოების პრეზენტაცია იყო. ანა დვალაშვილმა ინფორმაცია შტირიის მხარისა და გამორჩეული მწერლის პეტერ როსეგერსის შესახებ წარადგინა. მისი ხელმძღვანელი სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი ლელა იგრიაშვილი გახლდათ.

„განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თელავის N9 საჯარო სკოლის 25-წლიანი ურთიერთობისა და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის ისტორიამ. ჩვენი სკოლის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ავსტრიის ელჩს ბატონ თომას მულმანს - ამ საინტერესო ინიციატივის ავტორს და ქალბატონ მზია გალდავაძეს - ავსტრიული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, რომელთა დიდი ძალისხმევით ხდება გერმანული ენისა და ავსტრიული კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში. დიდი მადლობა თელავის N9 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას ამ პროექტის მხარდაჭერისათვის“,- წერს მასწავლებელი ლელა იგრიაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203