დაბა სიონის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო პროცესის განახლებას საზეიმოდ შეხვდნენ
26-09-2023
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშის აღმართვით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი შეეგებნენ პირველკლასელებს, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. პედაგოგებმა მოსწავლეებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს.
„გილოცავთ 2023-24 სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა