
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში გარემოზე ზრუნვასა და მოფრთხილებას ბავშვებს პირველი კლასიდანვე ასწავლიან.
ამის მაგალითია, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართული აქტივობა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
მათ შერჩეული ადგილი დაასუფთავეს და საზოგადოებას მაგალითი მისცეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბუნების მოფრთხილება.
მათი ლოზუნგი იყო - „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“, „სუფთა პლანეტისთვის“, „მოუფრთხილდი გარემოს“.
ამ აქტივობამ, როგორც მოსწავლეებში, ასევე საზოგადოებაში ცნობიერება კიდევ უფრო აამაღლა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორის - ელგუჯა სულავას ხელმძღვანელობით, მოსწავლეები აქტივობებში, რომლებიც ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად, ხშირად ერთვებიან.
დასუფთავების მსოფლიო დღის იდეა ესტონეთში გაჩნდა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 4% გამოვიდა გარემოს დასასუფთავებლად. სწორედ ამან მისცა დასაბამი მსოფლიო სამოქალაქო მოძრაობას „Let’s Do It World“, რომელმაც ქვეყნები გააერთიანა ერთი მიზნის გარშემო - შევინარჩუნოთ სუფთა გარემო.
საქართველო ამ კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.
იხილეთ ფოტოები: