ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წლის დაწყება ერთად იზეიმეს 
26-09-2023

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში ახალ, 2023-2024 სასწავლო წელს მოსწავლე-მასწავლებლები ენთუზიაზმით შეეგებნენ. ეს დღე კი განსაკუთრებით ემოციური იყო პირველკლასელთათვის, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

არდადეგებიდან დაბრუნებულ ბავშვებს სკოლაში დირექცია, პედაგოგები დიდი სიყვარულით შეხვდნენ, მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

„ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ, თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული. განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა, ელგუჯა სულავამ.

სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203