ლეხაინდრაოს საჯარო სკოლ​ის კარი პირველკლასელებმა საზეიმოდ შეაღეს 
26-09-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით დაიწყო. 

მონატრებული მოსწავლეები, პედაგოგები და დირექტორი - მაია გაწერელია ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. 

„ჩვენმა მერცხლებმა პირველად შემოაღეს სკოლის კარი. წარმატებულ, საინტერესო და სახალისო წლებს გისურვებთ, ჩვენი სასკოლო საზოგადოების ყველაზე საპატიო წევრებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203