ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მუზეუმში საინტერესო სტუმრებს უმასპინძლეს
26-09-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მუზეუმში საინტერესო სტუმრები მიიღეს.

მუზეუმს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტების ექსპედიციის წევრები სტუმრობდნენ. მათი ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნესტან კვარაცხელია იყო. 

სტუმრებს მუზეუმში დაცული ექსპონატების მნიშვნელობაზე სკოლის ისტორიის პედაგოგი გიული თაფლიაშვილი ესაუბრა. ექსპედიციის წევრებმა საუკუნოვანი ნივთები და თიხის ფრაგმენტები ფოტოებზე აღბეჭდეს. მათ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს და მუზეუმი კმაყოფილებმა დატოვეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203