ნიჯგორის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა საზეიმო მიღება გაიმართა  
26-09-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი ჟრიამულით დაიწყო.

ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო. მათ დამრიგებელი კლასში დიდი სიხარულით შეეგება და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

ბავშვებისთვის საკლასო ოთახი სადღესასწაულოდ მოეწყო. მათ საზეიმო ვითარებაში კომპიუტერები გადაეცათ, რამაც პატარების განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

„გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებებს გისურვებთ, ცხოვრების ახალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203