დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების გამოკითხვა ჩატარდა. მათ თანამედროვე მწერლების ნაწარმოებები და ენციკლოპედიები შეარჩიეს.
აღნიშნულ პროექტს თვითმმართველობის თავმჯდომარე ნინო მარტყოფლიშვილი და მასწავლებელი მანანა ალადაშვილი ხელმძღვანელობდნენ. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.
პროექტი საბაზო განათლების პროგრამის დაფინანსებული იყო, მსგავსი შესაძლებლობისთვის კი სკოლაში დიდ მადლობას იხდიან.
იხილეთ ფოტოები: