ნატახტრის საჯარო სკოლას ოთხი წამყვანი მასწავლებელი შეემატა 
26-09-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავენ. 

სკოლის ოთხ მასწავლებელს - მალხაზ ნოზაძეს, ეთერ ქოქაშვილს, სოფო რევაზიშვილსა და მარი გულაშვილს მიენიჭა წამყვანის სტატუსი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​

მასწავლებლების კომპეტენციის ამაღლებაში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის დირექტორ მალხაზ ნოზაძეს და ასევე, სკოლის პედაგოგიურ გუნდს.

სკოლაში პედაგოგთა წინსვლა ახარებთ და მათ შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, მათ და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას. მასწავლებლების კომპეტენციის ამაღლებაში დიდი წვლილი შეიტანა სკოლის დირექტორმა და ასევე, სკოლის პედაგოგიურმა გუნდმა. მადლობას ვუხდით მშობლებს საუკეთესო რეკომენდაციისათვის. ამ ამბის მთავარი გმირები კი ჩვენი მოსწავლეები არიან, რომლებიც ყოველთვის ხალისით ერთვებიან სასკოლო პროექტებსა თუ აქტივობებში. მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება სწორედ მათი შედეგების გასაუმჯობესებლადაა მიმართული. მადლობა მხარდაჭერისათვის! წინსვლა და წარმატება ყველას!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.​

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203