ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
26-09-2023
ბონდო როსტიაშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში ახალ, 2023-2024 სასწავლო წელს მოსწავლე-მასწავლებლები მომზადებულნი შეხვდნენ.

პედაგოგები ბავშვებს სკოლაში დიდი სიყვარულითა და სიხარულით დახვდნენ - მათთვის საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს. სადღესასწაულოდ მოკაზმულმა სასკოლო გარემომ მოსწავლეებს განწყობა აუმაღლა.

ეს დღე თითოეული მოსწავლისა და პედაგოგისთვის ამაღელვებელი, დაუვიწყარი იყო.

დირექცია, პედაგოგები თითოეულ მოსწავლეს ულოცავენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და მათ წარმატებულ წელს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203