ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს! წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო წელს გისურვებთ! განსაკუთრებით ვულოცავთ, ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარი“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: