ტყიბულის N7 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი საზეიმოდ განახლდა
26-09-2023
ტყიბულის N7 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. წელს სკოლამ ახალ გარემოში განაახლა საგაკვეთილო პროცესი.
სასწავლო წლის დაწყება ბავშვებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა მიულოცა. მან პირადად მიაცილა პირველკლასელები სკოლაში, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ირინე კორძაიასთან ერთად.
პატარებისთვის სწავლის პირველი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო, მათ მოტივაციასა და სადღესასწაულო განწყობაზე დირექციამ და პედაგოგემა ზირუნეს და საზეიმოდ მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს! გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს წარმატების მომტანი თითოეული თქვენგანისათვის. განსაკუთრებით, გვინდა მივულოცოთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარი, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა