ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელ ლელა დათუნაშვილს წამყვანის სტატუსი მიენიჭა
26-09-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლას კიდევ ერთი წამყვანი მასწავლებელი შეემატა. 

სკოლის პედაგოგმა, ლელა დათუნაშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​  

სკოლაში პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას უსურვებენ. 

„გილოცავთ, წარმატებულ და ნაყოფიერ მომავალს გისურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203