
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგების ხელმძღვანელობით, ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ბავშვებმა პედაგოგთან ერთად, საკლასო ოთახში ქცევის წესები შეიმუშავეს.
მათ ერთობლივად იმსჯელეს, კედლის გაზეთი დაამზადეს და ჩამოწერეს ის მნიშვნელოვანი „ოქროს წესები“ რომლებიც უნდა გაითვალისწინონ საკლასო ოთახში - „ვცეთ ერთმანეთს პატივი“, „ვინარჩუნებთ სიწყნარეს“, „გვიყვარდეს ერთმანეთი“, „მოვუსმინოთ ერთმანეთს“.
აღნიშნულმა აქტივობამ ბავშვებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები ბავშვებს სკოლაში ქცევის წესების უკეთ გააზრებაში ეხმარება.
იხილეთ ფოტოები: