საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა
26-09-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.

სკოლაში პირველკლასელთა მიღების ცერემონია გაიმართა და მათ კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადასცეს. პედაგოგებმა ბავშვები დიდი სიყვარულით მიიღეს და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს ასევე სიგელებით დაჯილდოვდნენ წარმატებული მოსწავლეები, რამაც მათ განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ულოცავენ სასწავლო წლის დაწყებას, მათ წარმატებულ წელს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203