
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ბოგვის საჯარო სკოლაში მასწავლებლები ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და მათ, პირველ რიგში, კაცთმოყვარეობას ასწავლიან.
მე-7 კლასის მოსწავლეები გამოეხმაურნენ 21 სექტემბერს - „მშვიდობის საერთაშორისო დღეს“ და შექმნეს ნახატები სახელწოდებით - „მშვიდობა გვინდა შინ და გარეთ“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, ასევე, გაიხსენეს ომში დაღუპული ქართველი გმირები, რომლებიც იბრძოდნენ სამშობლოსა და მშვიდობის დასაცავად. ბავშვებმა დაგმეს ომი და მსოფლიოს კაცთმოყვარეობისკენ მოუწოდეს.
21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე პირველად 1982 წელს აღინიშნა, 2001 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 სექტემბერი ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობისგან თავის შეკავების დღედ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: