
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
მოსწავლეებს დირექცია და პედაგოგები მომზადებულები დახვდნენ - მათთვის სკოლის გარემო სადღესასწაულოდ მორთეს.
ეს დღე დაუვიწყარი გახადა ანიმატორების შოუმ, რომელიც სკოლამ სპეციალურად ამ დღისთვის მოუწყო მოსწავლეებს. ბავშვები ზღაპრის გმირებთან ერთად გაერთნენ, ითამაშეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მოსწავლეებისთვის სკოლაში ასევე გასართობი აქტივობები მოეწყო, რომლებშიც ისინი დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: